მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსეთი ოკუპანტია - ნუ მოუსმენ რუსულ ესტრადას“ -" თეგეტა ჰოლდინგის" ახალი კამპანია

62dfef553c9e2
ვიქტორია მღებრიშვილი
26.07.22 18:00
2404
„რუსეთი ოკუპანტია - ნუ მოუსმენ რუსულ ესტრადას“ - ამ მოწოდების ბანერები „თეგეტა ჰოლდინგმა“ ბათუმში განათავსა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ და სხვა ლოზუნგებით გაფორმებული ბილბორდები „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანიის - „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ ფარგლებში შეიქმნა.

"იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე" - ამ დევიზით დავიწყეთ ახალი კამპანია, რომლის ფარგლებში მანკიერი ქცევების აღმნიშვნელი საგზაო ნიშნები შევქმენით. სწორედ ამ კამპანიის ნაწილია საგზაო ნიშანი, რომელიც მოუწოდებს საზოგადოებას, არ უსმინოს რუსულ ესტრადას. ვფიქრობთ, მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, სწორედ კულტურის ნაწილია ის, რომ ქუჩებსა და გზებზე მოძრაობის დროს არ გვხვდებოდეს რუსული სიმღერები. დარწმუნებულები ვართ, თანამოაზრეების შემოკრებას შევძლებთ და ერთად ვიზრუნებთ საგზაო მოძრაობის კულტურაზე - რადგან გვჯერა, რომ ძირეული ცვლილებები ერთეული ადამიანების ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა", - განმარტავს "თეგეტა ჰოლდინგის" სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ნათიკა ბერძულმა.

ცნობისთვის: საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიის ფარგლებში, მრავალი საინტერესო აქტივობა იგეგმება. კამპანიის ფარგლებში უკვე შეიქმნა 20 ალტერნატიული საგზაო ნიშანი, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსდება. შეიქმნება ვებგვერდი, სადაც მოქალაქეები საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებას შეძლებენ, გაეცნობიან თითოეულ საგზაო ნიშანს და პასუხისმგებლიანი მართვის შესახებ საჭირო რეკომენდაციებს. კამპანიაში მართვის მოწმობის შემსწავლელი ცენტრებიც ჩაერთვებიან, რომლებიც საგამოცდო მასალებში კულტურული მართვის შესახებ შეკითხვებს ჩაამატებენ და მომავალი მძღოლების ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნებენ.