მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების სამსახურს უფლება ექნება, ფინანსური ინსტიტუტებიდან მიღებული ინფორმაცია უცხოეთს გადასცეს

637247d4b5ca0
BM.GE
14.11.22 17:58
709
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურს გაუჩნდება უფლება, ფინანსური ინსტიტუტებიდან მიღებული ინფორმაცია უცხოეთის მთავრობებს გადასცეს.

“კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს დაეკისრებათ ვალდებულება აწარმოონ ანგარიშგების საერთო სტანდარტით (CRS) დადგენილი სათანადო პროცედურები და ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს მიაწოდონ; შემოსავლების სამსახურს მიეცემა უფლება, რომ ფინანსური ინსტიტუტებისგან მიღებული ინფორმაცია გადასცეს უცხო ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს და ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების საერთო სტანდარტთან (CRS) დაკავშირებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება და კონტროლი განახორციელოს.

შემოთავაზებული ცვლილებები ასევე ადგენს სანქციის ზომებს, რომელიც, ამავე კანონპროექტით შემოღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ფინანსურ ინსტიტუტს დაეკისრება,”- ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის განახლებული მოთხოვნების შესაბამისად მომზადდა.