მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის პერიოდში ინდუსტრიას კლება არ განუცდია - "ზედაზენი"

61ac89b3d9117
თამთა ჯიჯავაძე
05.12.21 20:00
873
პანდემიის პერიოდში ინდუსტრიას კლება არ განუცდია, - ამის შესახებ „ზედაზენის“ გენერალურმა დირექტორმა, კახა კოტრიკაძემ გადაცემა "Forbes-კვირის" ახალ რუბრიკაში "ერთი ბიზნესის კონცეპტი"
ისაუბრა.

მისი თქმით, პანდემიური კრიზისის მიუხედავად, „ზედაზენმა“ მომხმარებელს არაერთი სიახლე შესთავაზა და მომავალ წელსაც გეგმავს სიახლეებს.

„ახალი შესაძლებლობების, ახალი ბაზრების, პროდუქტების აღმოჩენა აუცილებელია. ეს სწორედ პანდემიურ პერიოდში უნდა შეძლოს ბიზნესმა. სიახლეები კრიზისიდან გამოსასვლელად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
სიახლეები გვინდა, და ამაზე უარი პანდემიურ 2020 წელშიც კი არ გვითქვამს, გვქონდა სიახლეები, მომხმარებლის წახალისება არცერთ წამს არ შეგვიწყვეტია. პანდემიის პერიოდში ინდუსტრიას კლება არ განუცდია. მცირედი ზრდა 2020-შიც დაფიქსირდა.

პანდემიის გამო მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა შემცირდა, ამის საპასუხოდ კი ჩვენმა ინდუსტრიამ ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუწყო ხელი. წელსაც უამრავი სიახლე გვქონდა, გავუშვით წარმატებული ბრენდები. 2021-საც ისე დავხურავთ, რომ გვექნება ზრდა. ახალ წელსაც ახალი გამოწვევებით ვხდებით. მიუხედავად იმისა, რომ ფასები იზრდება, მაინც გვექნება საინტერესო შეთავაზებები“, - განაცხადა კახა კოტრიკაძემ.