მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ინფლაციის დონემ გასული 40 წლის უმაღლეს ნიშნულს, 9.1%-ს მიაღწია

62cec4373c8a2
გიორგი თოლორდავა
13.07.22 17:47
862
აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტენდენცია გრძელდება - გასულ თვეს ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ 9.1%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც 1981 წლის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

სტატისტიკის ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, საბაზო ინფლაციის ინდექსი (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს ენერგორესურსებისა და სურსათის ფასებს, 5.9%-იან ნიშნულზეა, რაც ასევე აღემატება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

ექსპერტების შეფასებით, ინფლაციის ტემპის მოსალოდნელზე მეტად დაჩქარება ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის დაგეგმილზე მეტად გამკაცრებას გამოიწვევს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეს FED-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 75 საბაზო პუნქტით გაზრდაა პროგნოზირებული, ხოლო წლის ბოლომდე რამდენიმე მსგავსი ინტერვენციაა დაგეგმილი.

ეკონომისტების განმარტებით, აშშ-ში ინფლაციის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა რამდენიმე ძირითად მიზეზთანაა დაკავშირებული, მათ შორისაა: პანდემიის პერიოდში მონეტარული პოლიტიკის უპრეცედენტო შემსუბუქება; მთავრობის მიერ ფინანსური დახმარების პაკეტების გაცემა; მიწოდების ჯაჭვების შეზღუდვა; რუსეთ-უკრაინის ომი და კონფლიქტის ფონზე ენერგორესურსებისა და სურსათის მკვეთრი გაძვირება.