მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული საკვები დანამატებისა და ვიტამინების გაყიდვები 400%-ით გაიზარდა - „კომპავა ჯორჯია“

63eb82a7c5fb2
ვიქტორია მღებრიშვილი
19.02.23 14:20
1619
სლოვაკური მწარმოებელი „კომპავას” პარტნიორი, საკვები დანამატების ადგილობრივი მწარმოებელი „კომპავა ჯორჯიამ“ გაყიდვები 400%-ით გაზარდა. კომპანიის 2022 წლის შედეგების შესახებ დირექტორმა მაია დაიაურმა BM.GE-სთან ისაუბრა.

„კომპავა ჯორჯია“ მომხმარებელს ევროპული ხარისხის პროდუქციის დიდ ასორტიმენტს სთავაზობს - როგორც ჯანმრთელობისთვის და იმუნიტეტის ასამაღლებლად, ასევე სილამაზის, გონებრივი და ფიზიკური ენერგიის და სპორტული შედეგების გასაუმჯობესებლად. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მათი პროდუქტი მთლიანად ბუნებრივ ინგრედიენტებზეა დამზადებული და ქიმიურ მინარევებს ან საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ აკრძალულ ნივთიერებებს არ შეიცავს, რაც შესაბამისი სერთიფიკატით დასტურდება.

„როგორც კარგი სტარტაპების შემთხვევაში ხდება, 2022 წელი საწყის წელთან შედარებით გაცილებით უკეთესი იყო. გაყიდვები მილიონ ლარამდე ვერ ავწიეთ, მაგრამ ზრდამ 400%-ს გადააჭარბა“, - განაცხადა მაია დაიაურმა.

დღეისთვის კომპანია სპორტულ კლუბებთან, კალათბურთის, ხელბურთის, ჩოგბურთის და წყალბურთის ფედერაციებთან და ინდივიდუალურ სპორტსმენებთან თანამშრომლობს და საფეხბურთო კლუბებთან და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე მუშაობს. „კომპავა ჯორჯიას“ დირექტორი აღნიშნავს, რომ ქართული წარმოების მიმართ თავდაპირველად სკეპტიკური დამოკიდებულება იყო, თუმცა საკვები დანამატების მიმართ ცნობადობა მზარდია. ამასთან, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ პროდუქტი ფასითაც ხელმისაწვდომია.

„თანდათანობით „კომპავა ჯორჯია“ სლოვაკური პარტნიორის მსგავსად წინ მიდის. თავიდან პრობლემები იყო - ქართული წარმოებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება და უცხოური პროდუქციის სიჭარბე ბაზარზე, თუმცა ორი წლის შემდეგ გათვითცნობიერებულ მომხმარებელში „კომპავა ჯორჯიას“ პროდუქციამ წარმატებას უმაღლესი ხარისხის წყალობით უკვე მიაღწია.

სამწუხაროდ, ადგილობრივი მოთხოვნა ევროპულს ძალიან ჩამოუვარდება, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილში ჯერ არაა ის ცოდნა და გამოცდილება დაგროვილი, რომელიც ევროპაშია. თუმცა იგივე სლოვაკეთის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, ბოლო ათი წლის განმავლობაში იქ ჯანსაღი საკვები დანამატები და ვიტამინები, ფაქტობრივად, ყველა ოჯახის ყოველდღიურ რაციონშია. სავარაუდოდ, ჩვენთან ამ დონის მიღწევას 3-4 წელი მაინც დასჭირდება.

„კომპავა ჯორჯიას“ პროდუქცია ძალიან კონკურენტულია, რადგან უმაღლესი ხარისხის გარდა, ფასებიც არ „იკბინებიან“. მარტივი შესადარებელი, მაგალითად ჩრდილოეთის ზღვის თევზების ცხიმისგან წარმოებული „ომეგა 3“ მხოლოდ 34 ლარი ღირს, ასეთ ფასად კი საქართველოს ბაზარზე მსგავსი ხარისხის პროდუქტს 50 %-იანი ფასდაკლებითაც ვერ შეიძენთ“, - განმარტავს მაია დაიაური.

„კომპავა ჯორჯია“ 2023 წელს ადგილობრივი საცალო ბაზრის მაქსიმალურ ათვისებას და ამგვარად საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავებას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ დიდი დრო მიმდინარე წელს „ქალის ხაზის“ პროდუქტების წარმოებას დაეთმობა.

ცნობისთვის: საკვები დანამატების და ვიტამინების ადგილობრივი საწარმო სლოვაკური კომპანია „კომპავას“ ფრანჩაიზით, „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით და 2 მლნ ლარის ინვესტიციით 2021 წელს ამოქმედდა. კომპანია 20 სამუშაო ადგილს ქმნის. „კომპავა ჯორჯია” დღეისთვის 30-ზე მეტი დასახელების საკვებ დანამატსა და ვიტამინს აწარმოებს, რომლის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე ხდება. მომხმარებელს „კომპავა ჯორჯიას“ მიერ წარმოებული პროდუქტების შეძენა შეუძლიათ, რომლებიც ხელს უწყობენ ენერგიის მატებას, ცხიმის მწვას, საკვების მონელებას, ძვალ-სახსროვანი და გულსისხლძარღვთა სიტემების დაცვას, ასაკის მატებით გამოწვეული პრობლემების შემცირებას და გადავადებას.