მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცესკოს თავმჯდომარე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს

617becea0ebd8
ინგა მურუსიძე
29.10.21 16:51
724
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და საქმიან გარემოში ჩატარებას. ამის შესახებ კალანდარიშვილმა ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო უბანზე მისულ ყველა ამომრჩეველს დახვდება კოვიდ-უსაფრთხო გარემო და დაცული იქნება ყველა კოვიდრეგულაცია.

„ყველა დონის საარჩევნო კომისიას საჯაროდ მივმართავ კიდევ ერთხელ, არ დაიშურონ ძალისხმევა და კვლავაც მაღალი პასუხისმგებლობით და პროფესიულ დონეზე ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტური, რადგან კარგად ჩატარებული არჩევნები - სწორედ ეს არის დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელი ქვეყანაში - რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი, ყველა საარჩევნო ადმინისტრატორი თანაბრად მონაწილეობს და ყველა მათგანის როლი თანაბრად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ჩვენი გუნდი თავდაუზოგავად მუშაობს და იმუშავებს კენჭისყრის დღესაც იმისთვის, რომ თქვენ არჩევანის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში გაკეთების შესაძლებლობა გქონდეთ.

მივმართავ დამკვირვებლებს ყურადღებით დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს და ობიექტურად შეაფასონ საარჩევნო პროცესი და არჩევნების დღე. ვთხოვო მედიას, მაქსიმალურად ფართოდ, დეტალურად, მიუკერძოებლად გააშუქონ არჩევნების პროცესი და მიაწოდონ მოსახლეობას სრული და ობიექტური ინფორმაცია არჩევნების შესახებ.

ასევე მინდა პოლიტიკური პარტიების წევრებს მოვუწოდო, ჩვენთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან, საუბნო კომისიების წევრებთან ერთად, ხელი შეუწყონ მშვიდ და საქმიან გარემოს არჩევნებზე“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.