მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთის მთავრობა გადადგა - Reuters

61d536424e3ec
BM.GE
05.01.22 10:21
4342

ქვეყანაში საპროტესტო აქციების გამო ყაზახეთის მთავრობამ გადადგომის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, ქვეყნის პრეზიდენტი კასიმ-ჯომარტ ტოკაიევი მთავრობის გადადგომას დათანხმდა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად კი ალიხან სმაილოვი დანიშნა.
 
აღსანიშნავია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყანაში საპროტესტო აქციები საწვავზე ფასების მატების გამო დაიწყო, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა, შედეგად თითქმის 100 პოლიციელი დაშავდა. 


ამასთან, ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქ ალმათიში, პოლიციამ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ, რათა, როგორც Reuters წერს, ასობით დემონსტრანტი ქალაქის ცენტრიდან გამოეყვანა. 

ინფორმაციისთვის, პროტესტი ქვეყნის დასავლეთ, ნავთობმწარმოებელ მანგისტაუს ოლქში რამდენიმე დღის წინ დაიწყო მას შემდეგ, რაც თხევად გაზზე, რასაც მოსახლეობა ავტომობილებში იყენებს, ფასი გაიზარდა. ამის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა მანგისტაუს ოლქსა და ალმათიში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და თქვა, რომ პროტესტის უკან ადგილობრივი და უცხოელი პროვოკატორები იდგნენ.