მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემურ ჭყონია: "ბიზნესმა თავის საქმე უნდა აკეთოს, პრემიერმა - თავისი"

635a8188773e7
მარიამ დემეტრაშვილი
27.10.22 16:58
1345
ბიზნესმა თავის საქმე უნდა აკეთოს, პრემიერ-მინისტრმა - თავისი, - ასე უპასუხა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ bm.ge-ს კითხვას, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას შეეხებოდა.

საქმე ის არის, რომ ბიზნეს-ასოციაციის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბიზნესი თავისუფალია და საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად უდგას გვერდით.

ჭყონიას თქმით, მთავარია, რომ ქვეყანაში ყველამ იცოდეს თავისი დანიშნულება და მოვალეობა. „მე ვფიქრობ, გვერდით დგომა არ არის აუცილებელი. ბიზნესმა თავის საქმე უნდა აკეთოს, პრემიერ-მინისტრმა - თავისი. ეს გაკეთებული საქმეები სადღაც ერთმანეთთან თუ გადაიკვეთება და სახელმწიფოს გამოადგება, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი იქნება. მთავარია, ქვეყანაში ყველამ ღირსეულად შეაფასოს თავისი ადგილი, იცოდეს თავისი დანიშნულება და მოვალეობა. განსაკუთრებული გვერდში დგომა რაში გამოიხატება ვერ გეტყვით, მაგრამ გვერდში დგომა ცოტა უბრალო განმარტებაა“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.