გასული სავაჭრო დღე ამერიკულ საფონდო ბირჟებზე არასახარბიელო შედეგებით დასრულდა: S&P 500 თითქმის 1.48%-ით შემცირდა; Nasdaq-ის ინდექსი 2.07%-ით დაეცა; Dow Jones-ის ღირებულება კი 1.05%-ითაა შემცირებული.
ზოგადი ინდექსების ვარდნის განმაპირობებელი მთავარი მიზეზი აშშ-ის ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის, ჯერომ პაუელის მიერ გაკეთებული განცხადებაა. პაუელმა დაადასტურა, რომ გაზრდილი ინფლაციის დონის საპასუხოდ, ცენტრალური სარეზერვო სისტემა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზო პუნქტით გაზრდას განიხილავს.
საპროცენტო განაკვეთის ზრდა, როგორც წესი, ნეგატიურად აისახება საფონდო ბირჟებზე, რადგან ასეთ დროს ინვესტორები შედარებით სარისკო პოზიციების დახურვას ცდილობენ.
მიუხედავად ზოგადი ინდექსების შემცირებისა, გასული 24 საათი რამდენიმე მსხვილი კომპანიისთვის წარმატებით დასრულდა.
2022 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგების გასაჯაროების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა საავიაციო სექტორში წარმოდგენილი კომპანიების აქციები. United Airlines-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 9.3%-ით გაიზარდა; American Airlines-ის აქციების ფასმა 3.8%-ით მოიმატა; 2.7%-ითაა გაზრდილი Delta Airlines-ის ღირებულება; Southwest Airlines-ის აქციები კი 2.2%-ით გაიზარდა.
გასული კვარტლის ფინანსური ანგარიშებიდან ირკვევა, რომ კოვიდრეგულაციების შემსუბუქების და ტურიზმის აღდგენის ფონზე, საჰაერო მიმოსვლების რაოდენობა გაიზარდა, ავიახაზების შემოსავლიანობამ კი მოიმატა. ანალიტიკოსების ვარაუდით, მეორე და მესამე კვარტლის შედეგები გაცილებით უკეთესი იქნება, რაც პირდაპირ კავშირშია ტურისტულ სეზონთან და საჰაერო მიმოსვლების გახშირებასთან.
გარდა ავიახაზებისა, გამორჩეული კვარტალური შედეგები ჰქონდა ტელეკომუნიკაციების სექტორში წარმოდგენილ ამერიკულ გიგანტს - AT&T-ს, მისი აქციების ფასი გასულ 24 საათში 4.0%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ელექტრომობილების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიას, Tesla-ს აქციების ღირებულებამ 3.3%-ით მოიმატა, რისი მიზეზიც 2022 წლის პირველ სამ თვეში დაფიქსირებული რეკორდული შემოსავლები და მოგებაა.
საინვესტიციო შესაძლებლობა:
გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს