მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქცირებული პირების მიერ აქ ფინანსური ოპერაციების განხორციელების ალბათობა ნულის ტოლია - მესტვირიშვილი

62ac3d9c1a34a
შოთა ტყეშელაშვილი
17.06.22 12:47
997
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის განმარტებით, საქართველოს საბანკო სისტემაში სანქცირებული პირების მიერ ფინანსური ოპერაციების განხორციელების ალბათობა ნულის ტოლია. გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ ბანკები სანქციების მოთხოვნებს ზედმიწევნით ასრულებენ.

“ჩვენ ომის დაწყებიდან მეორე დღესვე მივეცით მითითება ბანკებს დაეცვათ ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის სანქციების რეჟიმი. ჩვენ ამას ვამონიტორინგებთ და ვაკონტროლებთ. სხვადასხვა შეფასებებით ვიცით, რომ საბანკო სექტორი საკმაოდ კარგად ახორციელებს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ღონისძიებებს. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ მსგავსი ქმედება საქართველოს საბანკო სექტორში შეუძლებელია, რომ მოხდეს. თუ ამის რამე ინდიკაცია ან მინიშნება გაჩნდება ჩვენ ამას გადავამოწმებთ ბუნებრივია და როგორც ავღნიშნეთ პრესრელიზშიც, გვექნება ძალიან მკაცრი რეაგირება. ჩვენ ვართ ძალიან მოტივირებული, რათა სანქციების მოთხოვნები ძალიან კარგად შესრულდეს. ჩვენი ორი უმსხვილესი ბანკი არის ლონდონის ბირჟაზე დალისტული და მათ პირდაპირ ევალებათ ბრიტანეთის რეგულატორის მიერ, რომ დაიცვან ეს სანქციები.

საბანკო სექტორის სახელით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანქცირებული პირების მიერ აქ გარკვეული ფინანსური ოპერაციების განხორციელების ალბათობა ფაქტიურად ნულის ტოლია.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვირაში ერთხელ არის სიახლე სანქციების მხრივ,”- განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.