მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინელი სამხედროები ბრიტანეთში წვრთნებს გაივლიან

6262558ac18b5
მარიამ ვარადაშვილი
22.04.22 11:14
696
უკრაინელი ჯარისკაცების მცირე ჯგუფი დიდ ბრიტანეთში გადის წვრთნებს. როგორც Reuters წერს, ეს ომის დაწყების შემდეგ პირველი შემთხვევაა და მას წინ უძღოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის  განცხადება.

გამოცემის ცნობითვე, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკა, მათ შორის 120 ბრონირებული საპატრულო მანქანა გადასცა.

ბრიტანელი სამხედროები უკრაინელ ჯარისკებს წვრთნებს 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის შემდეგ უტარებდნენ, თუმცა როგორც Reuters წერს, ომის დაწყების შემდეგ ბრიტანეთმა,  რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, უკრაინიდან საკუთარი სამხედროები გამოიყვანა.

ომის დაწყების შემდეგ დიდი ბრიტანეთი უკრაინის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. ომის მიმდინარეობისას ბორის ჯონსონი რეგულარურად ესაუბრებოდა ტელეფონით უკრაინის პრეზიდენტს, ხოლო შემდეგ კიევშიც ჩავიდა.