მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინელი ტურისტები "კომენდანტის საათის" გამო თბილისიდან სტამბულში წავიდნენ - გიდი

609fd3db72bb8
ინგა მურუსიძე
15.05.21 19:30
2103
ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრია არსებული რეგულაციების პირობებში ჯერ უნდა გადარჩეს და მომავალზე მერე იფიქროს, - ამის შესახებ BMG-ს გადაცემა "ანალიტიკის" ეთერში გიდმა, გურო ალაფიშვილმა განაცხადა.

"ჯერ ვართ იმ სიტუაციაში, რომ უნდა გადავრჩეთ. არსებული რეგულაციები არის ყველაზე ცუდი და პირველი დარტყმა მოდის სწორედ ტურისტებზე. არ ვიცი ამ მიმართულებით სახელმწიფო როგორ მუშაობს, მაგრამ ჯერჯერობით, ჩემი კოლეგები, ჩემი მეგობრები პირადი კონტაქტებით და პირადი ურთიერთობებით ვცდილობთ, რომ შემოვიყვანოთ ტურისტები, თუმცა აქ შეზღუდვების გამო იქმნება პრობლემები. ისინი არსებულ რეალობას შეგუებული არიან საქართველოში, თუმცა ხანდახან ვითხოვთ ხოლმე, რომ გამონაკლისი დაეშვას", - განაცხადა გურო ალაფიშვილმა და გაიხსენა შემთხვევა, როცა მას ტურისტები ზუგდიდიდან მესტიაში მიჰყავდა, თუმცა 144-ზე დარეკვისას, "კომენდანტის საათის" ერთი საათით გახანგრძლივებაზე უარი უთხრეს.

"აპრილში გვყავდა ჯგუფი უკრაინიდან, რომელმაც საბოლოოდ მიმართულება შეიცვალა და გადავიდა სტამბოლში, რადგან იქ "კომენდანტის საათი" არ იყო", - განაცხადა გურო ალაფიშვილმა.

გიდი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რეგულაციები აუცილებელია ეპიდვითარებიდან გამომდინარე და ეს ყველას ესმის, თუმცა ტურიზმისთვის მოქნილი შეზღუდვები უნდა არსებობდეს. "თუ გვინდა რეგიონში ვინმეს გავუწიოთ კონკურენცია, შეზღუდვების მოქნილი სისტემა უნდა შევქმნათ, რომ არ დავკარგოთ ისედაც მცირე რაოდენობით შემოსული ტურისტები", - აღნიშნა გიდმა.