მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინელმა სამხედროებმა თანამედროვე რუსული ტანკების 30% გაანადგურეს – უკრაინის შსს

6293211e6ef0b
ელენე გოგბერაშვილი
29.05.22 11:43
1251
არხ "24"-ის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა სამ თვეში თანამედროვე რუსული ტანკების დაახლოებით მესამედი გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვიქტორ ანდრუსივმა განაცხადა.

"უკრაინის წინააღმდეგ ომამდე რუსეთი შეიარაღებული იყო დაახლოებით 3 000 თანამედროვე ტანკით. მათი 30% 3 თვის განმავლობაში ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს" - აცხადებს ანდრუსივი.

რაც შეეხება რუსეთის დანაკარგს უკრაინაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთმა უკრაინის ომში 30 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 28 მაისამდე ასე გამოიყურება:

ტანკები - 1 330
ჯავშანტექნიკა - 3258
საარტილერიო სისტემები - 628
MLRS - 203
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 93
თვითმფრინავი - 207
ვერტმფრენი - 174.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას დაიწყო.