მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

6335982457c2e
BM.GE
29.09.22 17:03
1591
29 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.16 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8352 ლარი გახდა.

სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.96 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7482 ლარი გახდა.

5.08-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.0751 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქულ ლირასთან გამყარება 0.02 თეთრი იყო, შედეგად ახალი კურსი 15.29 თეთრი შეადგინა.