მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მწვანე პასპორტის" გაუქმებას "ოკტოპუსზე" გავლენა არ ჰქონია - დირექტორი

62024288a13a9
მარიამ ვარადაშვილი
09.02.22 09:00
692
ფიტნეს კლუბ „ოკტოპუსის“ დამფუძნებელი გიორგი ასათიანი ამბობს, რომ “მწვანე პასპორტის” ამოქმედებისა თუ მისი გაუქმების შემდეგ მომხმარებელი არ შემცირებიათ. ამას კომპანიის ხელმძღვანელი მათი მომხმარებლების აცრების მაღალ მაჩვენებელს უკავშირებს და ამბობს, რომ მათი კლიენტების 90%-ზე მეტი აცრილია.

“მწვანე პასპორტების არც შემოღებას და შემდეგ მის გაუქმებას ჩვენს ფილიალებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, რადგან ჩვენი მომხმარებლის უმრავლესობა აცრილია. როცა “მწვანე პასპორტის” დანერგვა დავიწყეთ, სარესტორნო ბიზნესისგან განსხვავებით თითოეულ შემომსვლელზე მონაცემების სკრინინგი არ ხდებოდა. არსებულ მომხმარებელს გამოვაგზავნინეთ “მწვანე პასპორტი” და ბაზა გვქონდა. აქედან გამომდინარე, აღწერა გვაქვს გაკეთებული ჩვენი მომხმარებლის რა ოდენობა იყო აცრილი, რამდენს ჰქონდა გადატანილი ვირუსი და ა.შ. უხეში გათვლებით დაახლოებოთ 92% აცრილი, დანარჩენ 8%-ს ან გადატანილი ჰქონდა ვირუსი ან/და ტესტის საფუძველზე შემოდიოდა. ვიმეორებ, მომხმარებელი არ შემცირებულა, მანადე რაც გვყავდა იგივე გვყვავს ახლაც”,-ამბობს ასათიანი.

ფილიალები „ოკტოპუსს” ვაკე-საბურთალოს რაიონში აქვს. ფიტნეს დარბაზის წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ გასული წლის ნოემბრიდან ფიტნეს ცენტრებზე მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია და მაღალი ინფიცირების ფონზეც კი მომხმარებელს ინარჩუნებენ.

“ჩემი აზრით, რადგან საქართველოში “მწვანე პასპორტი” ყველა კოვიდგადატანილს უვადოდ ენიჭებოდა, ეს “მწვანე პასპორტის” შინაარსს არ ემთხვეოდა. მაგალითად, თუ 2 წლის წინ კოვიდი გადავიტანე, მხოლოდ ამის გამო მწვანე სტატუსის ქონა რელევანტური არ იყო”,-ამბობს ასათიანი.