31.იანვარი .2022 23:56

ნიუ-იორკი covid-პაციენტებს უფასო ანტივირუსულ აბებს გადასცემს

ნიუ-იორკი covid-პაციენტებს უფასო ანტივირუსულ აბებს გადასცემს
views 830
უკან

ნიუ-იორკში იმ მოქალაქეებს, ვისაც covid-ტესტებზე დადებითი პასუხი აქვთ ან ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ არიან, უფასო ანტივირუსულ აბებს გადასცემენ. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ნიუ-იორკის მერის ერიკ ადამსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ არცერთი covid-ინფიცირებული პაციენტი ქალაქში არ გადაადგილდება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი მოქალაქეებისთვის აბების დარიგება, გთხოვთ, ისარგებლოთ ამით“, - განაცხადა ერიკ ადამსმა.

ნიუ-იორკის მერიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული ანტივირუსული მედიკამენტები - Pfizer-ის პაქსლოვიდი და Merck-ის მოლნუპირავირი - ხელმისაწვდომი იქნება შეზღუდული რაოდენობით და მათი მიწოდება Alto Pharmacy-სთან პარტნიორობით მოხდება.

ამასთან, ნიუ-იორკში „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევები თანდათან კლებულობს. გასული კვირის საშუალო დღიური მაჩვენებელი 5000-მდე მერყეობს, ბოლო 28 დღის ინფიცირების დღიური რიცხვი კი 20,500-ზე მეტი იყო. covid-პაციენტების ჰოსპიტალიზაცია 267 შემთხვევამდე შემცირდა, როცა ეს მაჩვენებელი ბოლო თვის განმავლობაში 660-მდე იყო.

„ბლუმბერგის“ ცნობით, ბოლო მონაცემებით, ნიუ-იორკის შტატში ინფექციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა