მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეს ვაქცინებზე მესამე მსოფლიო ომია" - გიორგი გოცაძე

6022d647e2802
თამთა ჯიჯავაძე
09.02.21 23:40
1035
"დღეს ვაქცინებზე მესამე მსოფლიო ომია. ამ ომში ჩვენი ბრძოლისუნარიანობა, სახელმწიფოებრივი უნარიანობა წარმოაჩენს რამდენად რეალისტურია მოსახლეობის 60%-ის იმუნიზაციის გეგმის შესრულება", - ამის შესახებ საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“ პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ გადაცემა Forbes Talks-ში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინა თუ არ იქნა, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის სხვა გამოწვევები შეიძლება მეორეხარისხოვანი გახდეს.

„ვთქვათ, ვერ ვიშოვეთ ვაქცინა ჩვენი შესაძლებლობებით და ვიშოვეთ ის COVAX-ის ფონდით. COVAX-ის ფონდით ნაშოვნი ვაქცინების რაოდენობაც, ასევე, საერთო მოსახლეობის 23%-ს ეხება. ეს ორზე რომ გავამრავლოთ, მაინც  მაინც უფრო დიდი გამოწვევა გამოდის, ვიდრე ჩვენი იმუნიზაციის სისტემა მუშაობდა ამ დრომდე. აქ უკვე აღსრულების ნაწილში გადავდივართ. თუ ვერ გავიმარჯვეთ და 60%-ისთვის ვაქცინა ვერ ვიშოვეთ, ის, რასაც COVAX-ის ფონდი მოგვცემს, იმის წესიერად, პატიოსნად და მიზანმიმართულად გამოყენებაც დიდი გამოწვევაა და მიუხედავად იმისა, რამდენიც არ უნდა დამარწმუნონ კოლეგებმა, რომ ანალოგიური გამოწვევა საქართველოს გაუვლია, მაინც ვიტყვი, რომ საქართველოს ასეთი გამოწვევა ვაქცინების კუთხით არასდროს ჰქონია, ეს იქნება პირველი ექსპერიმენტი“, - განაცხადა გოცაძემ.

მისივე თქმით, რთულია ამ მოცულობის ვაქცინაციის ჩატარება მოკლე ვადაში და მთელ ქვეყანაში ინტელექტურალური, ფიზიკური და ფისკალური რესურსის სერიოზული მობილიზებაა საჭირო, რათა ეს შევძლოთ.