საინვესტიციო ფონდ "გაზელ ფაინენს ჯორჯიაში" ორი თვის წინ, სპეციალური პაკეტის მომზადება დაიწყეს, რათა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კომპანიებს, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიის დროებით დატოვება ესაჭიროებათ, საქართველოდან შეუფერხებლად შეძლონ ოპერირების გაგრძელება.
როგორც Bm.ge-სთან ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია ჯანელიძემ განაცხადა, ამ ეტაპისთვის აღნიშნული პაკეტის ფარგლებში 2,5 მლნ დოლარი მოგროვდა. მისივე თქმით, ფონდი ზემოაღნიშნულ პროგრამაზე რამდენიმე მიმართულებით მუშაობს.
„ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან ერთად უკვე შეირჩა კომპანიების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც ამ პროგრამით სარგებლობას შეძლებენ. აღნიშნული პროგრამა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, ესაა:
გრანტი - გრანტის სახით გაცემული თანხა მოხმარდება უკრაინული ბიზნესების რელოკაციის ხარჯებს. პირდაპირი ტექნიკური დახმარება - ეს კომპონენტი გულისხმობს კომპანიებისთვის იურიდიული, საგადასახადო თუ ფინანსური კონსულტაციების მომსახურების თანხის ანაზღაურებას. უპროცენტო სესხი - სამწლიანი მარტივი სესხი, რომელიც ექვემდებარება მხოლოდ ძირითადი თანხის ამორტიზაციის სტანდარტულ გრაფიკს და კომპანიების საოპერაციო საქმიანობის დასაფინანსებლად გამოიყენება. საინვესტიციო თანხა - პროგრამის ძირითადი კომპონენტი, რომელიც ასევე გამიზნულია კომპანიების ოპერაციების მხარდასაჭერად.
ამ ეტაპისთვის პროექტის მოცულობა 2,5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. შეთანხმებას უკვე მივაღწიეთ და ხელშეკრულება გავაფორმეთ ჰოლანდიური განვითარების ბანკ FMO-სთან,“- განაცხადა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ცნობისთვის, ფონდი საქართველოში 2017 წლიდან ფუნქციონირებს. მის ინვესტორებს მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები წარმოადგენენ, მათ შორის DFC და FMO.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება