მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით ავტობუსები დაინიშნა - საგარეო უწყება

6234f5ae0a3bc
BM.GE
19.03.22 01:09
1245
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინირებით, დაინიშნა ავტობუსის სპეციალური რეისები ქ. ლვოვიდან.

"ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით დამატებით გავა 21 მარტს უკრაინის დროით 09:00 საათზე.
მისამართი: ლვოვი, უნივერსიტეცკაია N 1, ივანო ფრანკოს პარკი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის მხრიდან.

ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე, მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, შემდეგ ნომრებზე:
+380 (63) 376 77 68
+380 (63) 376 73 64

უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესაში და ლვოვში განაგრძობენ საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობას და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისა და ჰუმანიტარული კუთხით", - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.