მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“უკრაინის ბაზარი სრულად - 100%-ით დავკარგეთ” - “აქტო ჯგუფის” გენდირექტორი

62dd04fd36b6f
ლიკა გურაბანიძე
24.07.22 20:00
1259
ღვინის მწარმოებელი კომპანია “აქტო ჯგუფის” ჯამური ექსპორტის 30% უკრაინაზე მოდიოდა. კომპანიის გენერალური დირექტორის გიორგი ეზუგბაიას თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მათი ექსპორტი ამ ქვეყანაში სრულად შეჩერდა, შედეგად ქართული ღვინის 200 000 ბოთლი უკრაინის ბაზარზე ვერ მოხვდა.

“როდესაც 2022 წლის დაგეგმარების დროს ღვინის საექსპორტო რაოდენობებზე ვმსჯელობდით, უკრაინის ბაზარი ერთ-ერთ მოწინავე ბაზრად განიხილებოდა. ამჟამინდელი მონაცემებით, ჩვენ უკრაინის ბაზარი სრულად, 100%-ით დავკარგეთ. ამ ბაზარზე ვითარების ნორმალიზებას ყველა ველოდებით. ჩვენ ძირითადად ექსპორტს ოდესაში, ხარკოვსა და კიევში ვახორციელებდით. უკრაინა ქართული ტვირთებისთვის ლოგისტიკურად მნიშვნელოვანი საგზაო დერეფანი იყო და ამან აუცილებელი გახადა რომ, ტვირთების მობილიზება სხვა სატრანსპორტო დერეფნით გაგვეწია, რაც დამატებით სირთულეებს ქმნის, ასევე ტვირთის ტრანსპორტირებას აძვირებს. უკრაინის ბაზარი, ლოგისტიკას საგრძნობლად ავითარებდა და ამოკლებდა, ახლა პორტებში გადაადგილება შეუძლებელია და თითოეული მარშრუტი ძალიან დაგრძელდა.” - აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან უკრაინაში საკვები და სასმელი პროდუქტების ექსპორტი განახევრდა, ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნიდან იმპორტი კი ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 5 თვეში საქართველოდან უკრაინაში 17,935 მლნ აშშ დოლარის საკვები პროდუქტები გავიდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 40,077 მლნ აშშ დოლარის.