მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადება კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს - პუტინი

622385d244d26
BM.GE
05.03.22 18:28
767
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აფრთხილებს ქვეყნებს, რომლებმაც შესაძლოა მხარი დაუჭირონ ცის ჩაკეტვას უკრაინის თავზე. მისი თქმით უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადება კონფლიქტში ჩართვას ნიშნავს.

„ნებისმიერი მოძრაობა ამ მიმართულებით ჩვენ მიერ განიხილება, როგორც ამ თუ იმ ქვეყნის მიერ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა“, - აღნიშნა კრემლის ლიდერმა.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსული ავიახაზების ეკიპაჟის წევრებთან შეხვედრისას, უკრაინაში შეჭრის გამო, დასავლეთისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სანქციები, რომლებსაც აწესებენ, ომის გამოცხადების ტოლფასია.

„ბევრი რამ, რაც ახლა ხდება და რასაც ჩვენ ვხედავთ, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის წარმართვის ცალსახა მეთოდებია. ის სანქციები, რომლებსაც აწესებენ, ომის გამოცხადების ტოლფასია, თუმცა მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით საქმე აქამდე [ომამდე] არ მისულა.

მიუხედავად მათი უგუნური განცხადებებისა, ჩვენს ე.წ. „პარტნიორებს“ მაინც ესმით, თუ რას მოიცავს ეს და რა საფრთხესთანაა დაკავშირებული“ - უთხრა პუტინმა სტიუარდესებს.