06.დეკემბერი .2019 12:46

უკრაინის ელჩი ანაკლიის პორტზე: მივესალმებით, ყოველ ახალ შესაძლებლობას

views 193
უკან

უკრაინის ელჩი საქართველოში იჰორ დოლჰოვი ანაკლიის პორტის პროექტს საქართველოსა და უკრაინას შორის საზღვაო ურთიერთობის ახალ შესაძლებლობად განიხილავს. ამის შესახებ მან “ბილტმორში” მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა სახელწოდებით “შავი ზღვა - საქართველოს შესაძლებლობები და გამოწვევები“.

“საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობაში ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა საზღვაო კომუნიკაცია. დაინტერესბეული ვართ, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა გვქონდეს ამ კომუნიკაციისთვის. ველოდებით, რომ გავაფართოვოთ ეს ურთიერთობები, რაც ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინისთვსაც, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ დაიწყო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ამის შემდეგ შავი ზღვა, როგორიც ტრანსპორტირების საშუალება, ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. რა თქმა უნდა, დღესაც კომერციული მიმოსვლა საქართველოს პორტებსა(ბათუმი და ფოთი) და უკრაინის პოტებს შორის მნიშვნელოვანია. ასე, რომ ყოველ ახალ შესაძლებლობას, რომელიც ანაკლიის პორტის ამოქმედების შემდეგ ვიხილავთ, მივესალმებით.

ასევე მინდა გითხრათ, რომ 12 დეკემბერს უკრაინაში იკრიბებიან სუამის(საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა) ქვეყნების წარმომადგენლები, სწორედ საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და კერძო-საჯარო პარტნიორობის საკითხებზე სამსჯელოდ”,- განაცხადა უკრაინის ელჩმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა