მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა - მამუკა ხაზარაძე

621745ef0f8c2
BM.GE
24.02.22 12:42
675
"ლელო საქართველოსთვის" ლიდერი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება და საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს.

"უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა!

დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ეროვნული ერთიანობა, პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად ერთად დგომის დროა. რაც დღეს უკრაინაში ხდება, ის უკვე მოხდა საქართველოში 2008 წელს. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს რუსეთის სამხედრო აგრესია.

დღეს ქართველმა ხალხმა უნდა აჩვენოს სრული სიმტკიცე, ერთიანობა და უკრაინელი ხალხის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.

მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, მოიწვიოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერები, სადაც მოხდება ერთიანობის დემონსტრირება არა მარტო უკრაინის მხარდასაჭერად, არამედ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად.

დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ეროვნული კონსოლიდაციის რეალური და თვალსაჩინო დასაწყისი",-წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.