17.მარტი .2022 17:08

უკრაინის მოვლენების გამო, უსაფრთხოების კონცეფციაში მცირე ცვლილების შეტანა მოგვიწევს - გომელაური

უკრაინის მოვლენების გამო, უსაფრთხოების კონცეფციაში მცირე ცვლილების შეტანა მოგვიწევს - გომელაური
views 820
უკან

პარლამენტში მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტან გომელაური აცხადებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია უკვე შემუშავებულია, თუმცა პარლამენტში გაგზავნამდე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ამ კონცეფციაში ასახვა მოუწევთ. 

“ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით შემუშავებულია, ასევე უცხოელი პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. პარლამენტში გაგზავნამდე დოკუმენტში დამატებით აისახება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით გათვალისწინებული რეგიონალური, გლობალური გარემო და არსებული გამოწვევები.

მოგვიწევს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით მიმართულების მცირე ცვლილება”, - აცხადებს გომელაური.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა