მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის მთავრობა PrivatBank-ის გაყიდვას აპირებს

608302bfef10e
თამთა ჯიჯავაძე
24.04.21 00:28
743
უკრაინის მთავრობა PrivatBank-ის გაყიდვას აპირებს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. როგორც ცნობილია, PrivatBank-ს, რომელიც უკრაინაში უმსხვილესი ბანკია, გასაყიდად მალე გამოიტანენ.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ PrivatBank-ის პრივატიზაცია, რომელიც უკრაინის საბანკო ბაზრის 20%-ს იკავებს, ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ინვესტორების ინტერესს გამოიწვევს, მათ შორის ამერიკიდან და ევროკავშირიდან“, – განაცხადა უკრაინის ეროვნული ბანკის მმართველმა კირილო შევჩენკომ.

მისივე თქმით, უკრაინის საბანკო სექტორს უდიდესი პოტენციალი აქვს საერთაშორისო ინვესტორებისთვის. „ვიმედოვნებთ, რომუახლოეს მომავალში საერთაშორისო საბანკო ჯგუფები უკრაინის სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული ბანკების აქციებს დაიკავებენ“, – განაცხადა კირილო შევჩენკომ.

ის ასევე პროგნოზირებს, რომ საბანკო-საფინანსო ბაზარზე უკრაინის სახელმწიფოს წილი მომდევნო ხუთ წელიწადში 55%-დან 25%-მდე შემცირდება. „ეს პროცესი უკრაინის საბანკო სისტემას დაეხმარება უფრო ფართო დამოუკიდებლობის მოპოვებაში და წაახალისებს ბანკების საბაზრო პრინციპებით ოპერირებას“, – განაცხადა უკრაინის ეროვნული ბანკის მმართველმა.

ცნობისთვის, PrivatBank-ის ნაციონალიზაცია 2016 წლის დეკემბერში განხორციელდა. 2019 წლის 18 აპრილს კიევის საოლქო სასამართლომ PrivatBank-ის ნაციონალიზაცია არალეგალურად გამოაცხადა. თუმცა, ეროვნულმა ბანკმა, ფინანსთა სამინისტრომ და PrivatBank-მა აღნიშნული გაასაჩივრეს. სასამართლო პროცესები ბანკის საქმეზე კვლავ მიმდინარეობს.

PrivatBank-ი 1992 წელს დაარსდა და ის დღემდე ქვეყნის წამყვანი ბანკია. CBR Ukraine-ის კვლევის მიხდვით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში, 16 წელზე მეტი ასაკის უკრაინელების 62% ამ ბანკთან თანამშრომლობს. საბანკო სერვისების მომხმარებელთა 49.4% მთავარ ბანკად PrivatBank-ს მიიჩნევს.