მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის თანასპონსორი საქართველოცაა

621a09072172b
BM.GE
26.02.22 15:01
860
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უსაფრთხოების საბჭოში მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით "ტვიტერში" განცხადებას ავრცელებს.

"საქართველომ, 80 სხვა სახელმწიფოსთან ერთად, თანასპონსორობა გაუწია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას, რომელსაც რუსეთმა ვეტო დაადო. აღნიშნული საკითხი გაეროს გენერალურ ასამბლეაში გადაინაცვლებს.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მხარდაჭერას ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ყველა შესაძლო პლატფორმის გამოყენებით. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით," - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.