მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის ომის ეკონომიკური შედეგები აშშ-სა და მოკავშირეებს შორის უთანხმოებას აღრმავებს - WSJ

63872daa90712
მარიამ ვარადაშვილი
30.11.22 14:23
906
WSJ  ტრანსატლანტიკური კავშირის მორღვევაზე იუწყება, რაც გამოწვეულია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და ევროპის სხვა ლიდერების უკმაყოფილებით აშშ-ს პოლიტიკის მიმართ. გამოცემა წერს, რომ უკმაყოფილება გაზრდილია ევროპაში არსებული ენერგეტიკული კრიზისის ფონზეც. კერძოდ, ევროპელ ლიდერებში გაიზარდა იმედგაცრუება ეკონომიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით აშშ-ზე მზარდი დამოკიდებულების გამო. ომის დაწყებიდან მალევე აშშ-მ მხარდაჭერა გამოუცხადა ევროპას იმისთვის, რომ ჩაენაცვლებინა კონტინენტისთვის ყველაზე მსხვილი ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი.

ამის მიუხედავად, აშშ-გან მიღებული თხევადი ბუნებრივი გაზი საკმაოდ ძვირია. ევროპაში ვაშინგტონის მხარდაჭერა სამხედრო კუთხითაც მნიშვნელოვანია, რათა რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაციის საფრთხე თავიდან იქნას აცილებული.

WSJ წერს, რომ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური წუხილები ასახულია საფრანგეთის პრეზიდენტის დღის წესრიგშიც, რომელიც ჯო ბაიდენის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, აშშ-ში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს. მოსალოდნელია, რომ ბაიდენთან მოლაპარაკებებზე მაკრონი ისაუბრებს რუსეთსა და დასავლეთს შორის კონფლიქტის გაღრმავების რისკის შემცირებაზე. როგორც ცნობილია, საფრანგეთის პრეზიდენტს ომის მოლაპარაკებების გზით დასრულება სურს.

ევროპაში ზამთარი კი ენერგოკრიზსს აღრმავებს, მიუხედავად იმასა, რომ ის ზამთარს თითქმის ბოლომდე შევსებული გაზსაცავებით ხვდება.

რეგიონში ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ზამთარში კრიზისის გადასატანად ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპელი მომხმარებელია, რომლებმაც გაზის მოხმარება უნდა შეამცირონ. ამ ვითარებაში ზომიერად ცივი ზამთარიც ხელშემწყობ ფაქტორად განიხილება.

“ამ ზამთარს დომინანტური იქნება შიში და გაურკვევლობა”,-აცხადებს იტალიის ენერგეტიკის მინისტრი. ევროპა ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა იმ ენერგო კონფლიქტში, რაც უკრაინის ომმა გამოიწვია. ამის მიზეზია რუსეთის მიერ ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების თითქმის მთლიანად შეწყვეტა. ამ ეტაპზე ევროგაერთიანების მიზანია რაც შეიძლება მეტი გაზი იყიდოს ნორვეგიიდან, ხოლო LNG აშშ-დან, რისი მეშვეობითაც მოხერხდა გაზსაცავების 90%-ზე მეტით შევსება. ამ ვითარებაში რუსეთიდან გაზსადენით მიწოდებული გაზის ევროკავშირის მოხმარების თითქმის 6%-ს შეადგენს, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი ომამდე 40%-ს შეადგენდა. კერძოდ, ევროპას 155 მილიარდი კუბური მეტრის გაზსადენით მიღებული გაზის ჩანაცვლება მოუწევს.