მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის პორტებში მარცვლეულის გაჩერებას გლობალური პასუხი სჭირდება - მიშელი

627912d04bb52
მარიამ ვარადაშვილი
09.05.22 17:30
572

ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი ოდესაში იმყოფება. როგორც მიშელი "ტვიტერზე" წერს, უკრაინის პრემიერ-მინისტრთან ერთად ოდესის პორტში რუსების მიერ გაჩერებული მარცვლეული დაათვალიერა.

“დენის შმიგალთან ერთად ოდესის პორტში მარცვლეულით - ხორბლითა და ქერით სავსე სილოსები ვნახე. ეს უკიდურესად საჭირო საკვები ომის და რუსების მიერ შავი ზღვის პორტების ბლოკადის გამო, გაჩერებულია. ეს მოწყვლადი ქვეყნებისთვის დრამატული შედეგების მომტანია. ამისთვის გლობალური პასუხია საჭირო”, - წერს მიშელი. 

რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ შავი ზღვის პორტების ბლოკადის შედეგად, უკრაინამ შესაძლოა რამდენიმე მილიონი ტონა მარცვლეული დაკარგოს. ზელენსკის თქმითვე, ეს ევროპაში, აფრიკასა და აზიაში საკვებ პროდუქტებზე კრიზისს გაამწვავებს.

“რუსეთი გემებს პორტში შესვლისა და გამოსვლის შესაძლებლობას არ აძლევს. მას ჩვენი ეკონომიკის სრული ბლოკადა სურს”, - განაცხადა ზელენსკიმ. 

უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია.