მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის პრემიერმინისტრი გონჩარუკი გადადგა

5e216f414a0e3
ნათია თაქთაქიშვილი
17.01.20 12:27
1178
უკრაინის პრემიერ მინისტრმა ალექსეი გონჩარუკმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ მან თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება დაწერა და უკრაინის პრეზიდენტს ვოლდიმირ ზელენსკის გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ორგნიზაცია tvzvezda.ru ავრცელებს.

გამოცემა გვთავაზობს პრემიერ მინისტრის პოსტს მისი Facebook-ის გვერდიდან:

„ამ თანამდებობაზე მოვედი, რათა პრეზიდენტის პროგრამა შემესრულებინა. ის ჩემთვის წესიერების მაგალითია. იმისთვის, რომ გაქრეს ნებისმიერი ეჭვი ჩვენი პრეზიდენტის მიმართ პატივისცემასა და ნდობასთან დაკავშირებით, დავწერე განცხადება თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით და გადავეცი პრეზიდენტს“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სოციალური ქსელის საშუალებით.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნით ადრე უკრაინულ მედიაში გავრცელდა „სკანდალური“ ფარული ჩანაწერი, სადაც გონჩარუკი ნეგატიურ კონტექსტში საუბრობს პრეზიდენტზე მთავრობის სხვა წევრებთან.