მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის პრეზიდენტი ელჩების გათავისუფლების შესახებ განმარტებას აკეთებს

62ca687f15888
BM.GE
10.07.22 09:45
1763
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, უნგრეთში, ნორვეგიაში, ჩეხეთისა და ინდოეთში უკრაინის ელჩების თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. Ukrinform-ის ცნობით, პოსტიდან გადაყენებულია: უკრაინის ელჩი გერმანიაში ანდრი მელნიკი, უნგრეთს ელჩი ლიუბოვ ნეპოპი, ნორვეგიაში წარგზავნილი ელჩი ვიაჩესლავ იაციუკი და უკრაინის ელჩი ჩეხეთში იევენ პერებინისი.

გარდა ამისა, თანამდებობიდან გადაყენებულია იგორ პოლიხა - უკრაინის ელჩი ინდოეთში, ნეპალში, ბანგლადეშში, მალდივებსა და შრი-ლანკაში.

უკრაინის პირველმა პირმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ელჩების გათავისუფლების საკითხი განმარტა და განაცხადა, რომ აღნიშნული დიპლომატიური პრაქტიკის ჩვეულებრივი ნაწილია.

„ეს როტაციის საკითხია - დიპლომატიური პრაქტიკის ჩვეულებრივი ნაწილი. ჩეხეთში, გერმანიაში, უნგრეთში, ნორვეგიასა და ინდოეთში დაინიშნებიან უკრაინის ახალი წარმომადგენლები. კანდიდატების მომზადება საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით მიმდინარეობს“,- განაცხადა ზელენსკიმ.