მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის პროკურატურამ რუსი ბიზნესმენის კუთვნილი $420 მილიონის აქტივები გაყინა

62827f0f60892
ალა ისპირიანი
16.05.22 20:51
1064
რუსი ბიზნესმენის, მიხაილ ფრიდმანის აქტივები, რომელიც უკრაინულ "ალფა-ბანკში" 420 მილიონ დოლარს შეადგენდა, უკრაინის ხელისუფლებამ გაყინა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი ავრცელებს. 

კერძოდ, გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ "ფეისბუქზე" დაწერა, რომ მიხაილ ფრიდმანის აქტივები უკრაინულ "ალფა-ბანკში" 12,4 მილიარდ გრივნას შეადგენდა, რაც დაახლოებით 420 მილიონი დოლარია.

ვენედიქტოვამ განმარტა, რომ ის ფასიანი ქაღალდები დააყადაღეს, რომელიც რუს ბიზნესმენთან დაკავშირებული კვიპროსული კომპანიების საბანკო ანგარიშებზე იყო.