მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის რადას თავმჯდომარე პაპუაშვილს ბუჩაში იწვევს - კასიანოვი

62500a9ff0b1f
BM.GE
08.04.22 14:08
1519
უკრაინის რადას თავმჯდომარე ბუჩაში ჩასვლასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილს მოწვევას უგზავნის. ამის შესახებ საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიიღო მიწვევა, რათ ჩავიდეს ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახოს ომის დანაშაულები. 

„დღეს მსოფლიომ ნახა და დაგმო სამხედრო დანაშაულები ბუჩაში. თქვენ გეცოდინებათ, რომ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ბატონმა სტეფანჩუკმა მიმართა ყველა პარლამენტარს, ჩავიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ ეს დანაშაულები. შესაბამისი მიწვევა მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა" - აღნიშნა კასიანოვმა.

საქართველოს პარლემენტის პრესსამსახურში BM.GE-ს განუცხადეს, რომ ჯერ შალვა პაპუაშვილს შესაბამისი მოწვევა არ მიუღია.