“2020 წელი საკმაოდ რთულად დავიწყეთ. ოპერირება სრულად შევაჩერეთ, მაგრამ კომპანიამ ამას გაუძლო. ეს ჩვენი რესურსების ხარჯზე შევძელით და ამაში სახელმწიფოს ჩართულობა არ ყოფილა", - ასე შეაფასა შარშანდელი წელი საქართველოსა და სომხეთში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების რეგიონალურმა დირექტორმა ლალი ბეშკენაძემ.
მისივე თქმით, კომპანიამ გასულ წელს ძირითადი გათვლა სატვირთო გადაზიდვებსა და საევაკუაციო ჩარტერულ რეისებზე გააკეთა.
“2021 წელს დანაკარგების აღდგენა დავიწყეთ; ყველაფერს ნულიდან ვიწყებთ, თუმცა მოლოდინები პოზიტიური გვაქვს. ამ ეტაპზე კვირაში 4 სიხშირით დავფრინავთ და, რა თქმა უნდა, გაზრდას განვიხილავთ, თუმცა ეს ყველაფერი რეგულაციების შემსუბუქებაზეა დამოკიდებული. ბათუმის მიმართულებასაც განვიხილავთ, მადრამ - მაისის მეორე ნახევრიდან. ამ ეტაპზე მგზავრს აქვს საშუალება, აირჩიოს როგორი რეისით იმგზავრებს - პირდაპირით თუ ჩარტერულით”, - აღნიშნა ბეშკენაძემ "საქმიან დილაში".
მისივე ინფორმაციით, 13 მარტიდან აზერბაიჯანში ფრენას 2 სიხშირით იწყებენ, მაგრამ სამომავლოდ გაზრდას განიხილავენ.
ლალი ბეშკენაძის თქმითვე, "ავიაბილეთების გაძვირება არ მოხდება".
“ავიაბილეთების გაძვირებას არ უნდა ველოდოთ. ფასების აწევას არ ვაპირებთ, რათა ხალხს მოგზაურობის მოტივაცია გავუჩინოთ", - დასძინა მან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი