მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა დაიბლოკა

5ea82b4ec8dfe
ვიქტორია მღებრიშვილი
28.04.20 16:33
5889
სააკაშვილის გახმაურებული დანიშვნა მშვიდი "გადინებით" დასრულდა - სტატიას ამ სათაურით უკრაინული ვებგვერდი https://censor.net.ua/ აქვეყნებს.

საქმე იმაშია, რომ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოდან მინისტრთა კაბინეტმა მიხეილ სააკაშვილის რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უკან გაიწვია. საქართველოს მესამე პრეზიდენტის აღნიშნულ პოსტზე დანიშვნას ფრაქცია „სლუგა ნაროდა“ ბლოკავს.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი დაბლოკილია და გაუგებარია შედგება თუ არა ეს დანიშვნა, - წერს გამოცემა.

ფრაქცია „სლუგა ნაროდას“ 248 დეპუტატიდან სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნას მხოლოდ 140-170 მომხრე ჰყავს. ამასთან, საქართველო ექს-პრეზიდენტისთვის აღნიშნულ თანამდებობაზე ღია კენჭისყრაზე თანახმა 100-ზე მეტი დეპუტატია.

გამოცემა წერს, იმ შემთხვევაში თუ ვლადიმერ ზელენსკი მიხეის სააკაშვილის მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდოდა, სააკაშვილის ხმების საჭირო რაოდენობას დააგროვებდა. იმისთვის, რომ სააკაშვილმა საჭირო 226 ხმა მიიღოს, ფრაქციამ მას 190-200 ხმა უნდა მისცეს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, უკრაინის პრეზიდეტს შეეძლო მისივე წამოყენებული კანდიდატურის მხარდამჭერი სიტყვით გამოსვლა, თუმცა ამ შემთხვევაში ზელენსკის ფრაქციის გავლენიანი ძალების მოთხოვნები უნდა შეესრულებინა. რამაც პრეზიდენტი დააფიქრა. 

პრეზდენტის ადმინისტრაციაში ესმით, რომ სააკაშვილთან მოლაპარაკების ჩავარდნა სკანდალით დასრულდება, ამიტომ მიხეილ სააკაშვილისთვის რეფომრატორის შეთავაზების ალტერნატივას ეძებენ. ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა ოდესის მერის პოსტზე წარსადგენად განიხილება. წერს cenzor.net.ua.