მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინისა და საქართველოს მთავრობების დაპირისპირებით სარგებელს მხოლოდ რუსეთი იღებს - აშშ-ის ელჩი

624d948f05b96
გიორგი თოლორდავა
06.04.22 17:32
4887
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს კონტრაბანდულ სქემაში ჩართვასთან დაკავშირებით „სერიოზული საკითხია“, რომელიც განხილული უნდა იქნეს სპეციალური სამთავრობო არხების გამოყენებით და არა მედიის საშუალებით. მისი შეფასებით, მთავრობებს შორის დაპირისპირებით სარგებელს მხოლოდ რუსეთი იღებს.

„ეს სერიოზული ბრალდებებია და ამ საკითხს აუცილებლად სჭირდება განხილვა და გამოძიება, თუმცა ეს უნდა მოხდეს უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის არსებული სპეციალური არხების საშუალებით“.

კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-ის მთავრობა აქტიურ მონიტორინგს უწევს სანქციების აღსრულების საკითხს, რადგან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვებიდან მაქსიმალური ეფექტის მისაღებად აუცილებელია, რომ ყველა სახელმწიფომ დაიცვას სანქციებით გათვალისწინებული პირობები.

„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს თემა არ იქნება განხილული მედიის წინაშე - ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რომელიც შესაბამისი სამთავრობო არხების საშუალებით უნდა იქნეს განხილული. ერთადერთი, ვინც ამ ურთიერთდაპირისპირებით სარგებელს იღებს, არის რუსეთი“. - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.