18.აპრილი .2022 23:00

უკრაინულ გემებს რუმინულ პორტებში უფასოდ შესვლა შეუძლიათ - რუმინეთის ელჩი

უკრაინულ გემებს რუმინულ პორტებში უფასოდ შესვლა შეუძლიათ - რუმინეთის ელჩი
views 763
უკან

რუმინეთის ელჩმა საქართველოში, რაზვან როტუნდუმ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინულ გემებს რუმინეთმა შეღავათი დაუწესა. 

“უკრაინულ გემებს უფასოდ შეუძლიათ ყველა რუმინულ პორტში შესვლა, მაშინ როცა ისინი რუსეთის გემებისთვის დახურულია”, - განაცხადა მან. 

ცნობისთვის, სანქციების მე-5 პაკეტით ევროკავშირმა რუსეთის გემებს პორტებში შესვლა აუკრძალა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა