მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უკვე დიდი ხანია იქ ახალი შემთხვევა აღარ გვქონია" – როდის გაიხსნება თეთრიწყარო?

5ec55d883a38d
თამთა ჯიჯავაძე
20.05.20 20:38
1427
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თეთრიწყაროს გახსნასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. მისივე თქმით, იქ უკვე დიდი ხანია აღარ ყოფილა ახალი შემთხვევები.

„ახლა ჩაკეტილია ბოლნისის ორი სოფელი და თეთრიწყარო ისევ. ე.წ ცხელი წერტილები.. თეთრიწყაროსთან დაკავშირებით ალბათ მალე იქნება რეკომენდაციები იმიტომ, რომ იქ სიტუაცია ოდნავ სხვა იყო... იქაც ძალიან ბევრი ადამიანი იქნება გამოკვლეული და უკვე დიდი ხანია ახალი შემთხვევა აღარ გვქონია და ამაზე იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

რაც შეეხება ბოლნისის ორ სოფელს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, იქ მდგომარეობა სერიოზულია, – „ჩვენ ეს ხალხი უნდა გამოვაჯანმრთელოთ, ვინც გადავიყვანეთ და საკმაოდ დიდი რაოდენობისა გადავიყვანეთ და ასევე თუ ვინმეს კიდევ სიმპტომი გამოუვლინდა, მაშინვე იზოლირებული უნდა იქნეს და შემდგომი დიაგნოსტიკა ჩაუტარდეს“, – განაცხადა მან.