12.იანვარი .2023 11:47

უკვე გაცემულია 800 ათას ლარამდე სუბსიდია არასტანდარტულ მანდარინზე - რიჟვაძე

უკვე გაცემულია 800 ათას ლარამდე სუბსიდია არასტანდარტულ მანდარინზე - რიჟვაძე
views 373
უკან

ველოდებით, რომ 1-ელ თებერვლამდე ციტრუსის რთველს წარმატებით დავასრულებთ, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

„ციტრუსის ხილის რთველი საკმაოდ აქტიურ ფაზაშია. დღეის მდგომარეობით, უკვე გაცემულია 800 ათას ლარამდე სუბსიდია არასტანდარტულ მანდარინზე. ნორმალურად მიმდინარეობს ექსპორტის პროცესიც. ველით, რომ 1-ელ თებერვლამდე ციტრუსის რთველს წარმატებით დავასრულებთ“, - განაცხადა რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობა წელს 45 ათას ტონამდე მანდარინს ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა