მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა

5f8c66c2d3704
BM.GE
19.10.20 09:00
1085
დღეიდან უმაღლეს სასწავლებლებში პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები განახლდება, ხოლო სასწავლო პროცესის სხვა კომპონენტები ისევ დისტანციურად წარიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტრომ გუშინ გაავრცელა.

„აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე, ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე, დავიწყეთ მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უსაფრთხოების რეკომენდაციებზე. შესაბამისად, განსაზღვრულია და უნივერსიტეტების მხრიდან ზედმიწევნით არის დაცული ყველა სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაცია - ეს არის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა მერხებს შორის, ყველა სააუდიტორიო სივრცეში სტუდენტის პირბადით გადაადგილება, სანიტაიზერების, დეზობარიერების გამოყენება, საუნივერსიტეტო სივრცეში შესვლისას თერმოსტრკრინინგი და ა.შ. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა გადაამოწმა ყველა უნივერსიტეტი სასწავლო წლის დასაწყისში, მათზე გაცემულია ნებართვა და შესაბამისად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ყველა ის სივრცე, რომელიც სტუდენტებს 19 ოქტომბერს გახსნილი დახვდებათ იქნება უსაფრთხო და თითოეული მათგანის ჯანმრთელობა მაქსიმალურად იქნება დაცული“,- განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა.

უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადება გასულ კვირას პრემიერმა გააკეთა.

მისი თქმით, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყების გადაწყვეტილება არ გადაიხედებოდა.

„ჩვენი გეგმით უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა უნდა გაგრძელებულიყო 19 რიცხვიდან და ეს გადაწყვეტილება რჩება ძალაში. იქ, სადაც შესაძლებელია სწავლის გაგრძელება ონლაინ, ამის საშუალება აქვთ, თუმცა არსებობს ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს აუდიტორიებში და მათ შეუძლიათ სწავლა დაიწყონ ჩვეულებრივ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.