მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმეტეს შემთხვევაში, პირველივე ტურში იგებენ ჩვენი კანდიდატები მერის არჩევნებს, სხვა შემთხვევებში შეიძლება იყოს საჭირო მეორე ტური - კობახიძე

6158d7e00b96d
BM.GE
03.10.21 02:02
948
"გვაქვს წინასწარი მონაცემები რეგიონებიდან, უმეტეს შემთხვევაში, ჩვენი კანდიდატები მერის არჩევნებს პირველივე ტურში იგებენ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა მეორე ტური იყოს, თუმცა მეორე ტურში არც ერთ მათგანს არ გაუჭირდება მოგება და დიდი ალბათობით, 64 მერი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იქნება.

კობახიძემ ისაუბრა არჩევნების დღის მიმდინარეობაზეც. მისი თქმით, მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო დღე იყო, ისევე როგორც, წინასაარჩევნო პერიოდი.

მისივე განცხადებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა ყოველგვარი საბოტაჟის გარეშე ჩაიარა.

„რაც შეეხება საერთო სურათს, წინასაარჩევნო გარემო იცით, რომ ყველამ სათანადოდ შეაფასა - იყო უპრეცედენტოდ მშვიდობიანი გარემო და სამართლიანი და თავისუფალი გარემო წინასაარჩევნო პერიოდში, ანალოგიურიად დღესაც ამომრჩეველს ჰქონდა არჩევანის თავისუფლად, მშვიდად და სამართლიანად გაკეთების შესაძლებლობა. ეს იყო უზრუნველყოფილი დღევანდელ დღეს და ეს დაინახა ყველამ. ამომრჩეველმა გააკეთა საკუთარი არჩევანი.

მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ნდობის მაღალი მანდატი აქვს „ქართულ ოცნებას.“ ამ არჩევნებმა დაადასტურა კიდევ ერთი რამ, თქვენ გახსოვთ 6-თვიანი საბოტაჟი, რომელსაც აწარმოებდა რადიკალური ოპოზიცია და კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ არჩევნების შედეგებით - ამ საბოტაჟს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი და თავისთავად საუბარი გაყალბებაზე, რასაც აწარმოებდა თავის დროზე, რადიკალური ოპოზიცია, იყო სიყალბე. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ არჩევნებმა. „ქართული ოცნება“ მაღალი ლეგიტიმაციით განაგრძობს ხელისუფლების განხორციელებას შემდეგი სამი წლის განმავლობაში, ვგულისხმობ პარლამენტს და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, ვგულისხმობ ადგილობრივ თვითმმართველობას.

რაც შეეხება მერების შედეგებს, ჩვენ გვაქვს წინასწარი მონაცემები რეგიონებიდან, უმეტეს შემთხვევაში, ეს არის 80%, პირველივე ტურში იგებენ ჩვენი კანდიდატები მერის არჩევნებს, სხვა შემთხვევებში შეიძლება იყოს საჭირო მეორე ტური, თუმცა მონაცემები ისეთია, მეორე ტურში არც ერთ მათგანს არ გაუჭირდება მოგება. დიდი ალბათობით, 64 მერი იქნება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, წერს ipn.

Edisson Research-ის და IPSOS-ის ეგზიტპოლებით, თბილისის მერის არჩევნებში მე-2 ტური გაიმართება