29.ივნისი .2022 13:43

უმსხვილესი ამერიკული ბანკები აქციონერებისთვის დივიდენდებს ზრდიან

უმსხვილესი ამერიკული ბანკები აქციონერებისთვის დივიდენდებს ზრდიან
views 1174
უკან

გლობალური ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებისა და საფონდო ბირჟების დაღმასვლის მიუხედავად, უმსხვილესი ამერიკული ბანკები - Goldman Sachs, Bank of America, Morgan Stanley და Wells Fargo აქციონერებისთვის დივიდენდებს ზრდიან.

მოგების განაწილების მიზნით, Goldman-ის ინვესტორები კომპანიის თითოეული აქციის სანაცვლოდ 2.5 დოლარს მიიღებენ; BOA-ს აქციონერები - $0.22; Wells Fargo-ს მენეჯმენტი აქციონერთათვის 0.30 დოლარს გასცემს, ხოლო Morgan Stanley ინვესტორებს 0.77 დოლარს გადაუხდის.

საგულისხმოა, რომ დივიდენდის მოცულობა დამოკიდებულია კომპანიის აქციების ფასზე, კვარტალურ მოგებაზე და მენეჯმენტის მიერ დასახულ სამომავლო გეგმებზე. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას ახალი ამბიციური პროექტების განხორციელება და სწრაფი ზრდა სურს, ის დივიდენდის გაცემისგან თავს იკავებს. უმსხვილესი ბანკების შემთხვევაში კი, ზრდის კრიტიკული ნიშნული უკვე მიღწეულია, დივიდენდის განაწილება კი მათთვის, როგორც უკვე შემდგარი, სტაბილური და წარმატებული ბიზნესებისთვის, ინვესტორების დაჯილდოების ერთ-ერთ გზას წარმოადგენს.

დივიდენდების განაწილების სიახლე ინვესტორებმა პოზიტიურად მიიღეს: ხუთდღიან ჭრილში Goldman Sachs-ის აქციები 6.1%-ით გაიზარდა; Morgan Stanley-ის კაპიტალიზაციაც 6.1%-ითაა გაზრდილი, ხოლო Wells Fargo-ს საბაზრო ღირებულებამ 4.7%-ით მოიმატა.



საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Bank of America, Goldman Sachs და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.