04.მაისი .2020 14:26

უმსხვილესი იაპონური ინვესტიცია - "TEPCO RP-ს სააგენტოს წარმომადგენლები 3 წელი ემუშავებოდნენ"

views 3989
უკან

იაპონურმა ენერგო გიგანტმა, კომპანიამ TEPCO Renewable Power (TEPCO RP) ინვესტიცია განახორციელა საქართველოს ენერგო სისტემაში და ერთ-ერთ უმსხვილეს პროექტში 31.4% წილი შეძინა. 

„იაპონურ ენერგო კომპანია TEPCO RP-ს სააგენტოს წარმომადგენლები 3 წლის განმავლობაში ემუშავებოდნენ. აქ კარგად ჩანს თუ რამდენად კომპლექსური შეიძლება იყოს ასეთი მსხვილი ინვესტიციის მოზიდვა. თუმცა ჩვენი Invest In Georgia - გუნდის 3 წლიანი მუშაობის შემდეგ, საქართველოში ყველაზე მსხვილი, იაპონური ინვესტიცია განხორციელდა, რომლის შემთხვევაშიც ქვეყანაში არა მხოლოდ ფინანსური რესურსი შემოედინება, არამედ ეს არის სხვა იაპონური ინვესტიციების მოზიდვისთვის ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯი. როდესაც ასეთი გიგანტი კომპანია ქვეყანაში ოპერირებს, ეს იაპონელ ინვესტორებს აძლევს დამატებით გარანტიას იმისა რომ ქვეყანა არის სანდო და უსაფრთხო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის“ - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" აცხადებენ, რომ აღნიშნული, TEPCO RP-ს მიერ იაპონიის გარეთ, ვიეტნამის შემდეგ განხორციელებული მეორე ინვესტიციაა. იაპონური კომპანია გეგმავს საქართველოში მმართველი რგოლისა და მაღალკვალიფიციური თანამშრომლების გამოგზავნას, რომლებიც ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ. გამოცდილების და სამომავლო პერსპექტივების გაცვლა პროექტის ეფექტურობის გაზრდას ემსახურება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა