26.დეკემბერი .2019 09:00

უმსხვილესი ინვესტორი კომპანიები ენერგეტიკაში FDI-ის მიხედვით - 9 თვის სტატისტიკა

views 353
უკან

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში ენერგეტიკაში 39 მლნ 746,8 ათასი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 30 ათასი დოლარით ნაკლებია.

სამი კვარტლის ჯამური FDI ენერგეტიკაში 152 მლნ 469,4 ათასი აშშ დოლარია, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე ($124 887,1) 22%-ით მეტია.

BM.GE-მ საქსტატიდან იმ 10 კომპანიის ჩამონათვალი გამოითხოვა, რომლებიც მიმდინარე წლის სამ კვარტალში, ენერგეტიკაში FDI-ს ფორმირებაში მონაწილეობდნენ.

ეს კომპანიებია (ათეული რეიტინგის მიხედვით დალაგებული არ არის):

1. სს თელასი
2. შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
3. შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი
4. სს ენერგო-პრო ჯორჯია
5. სს საქორგგაზი
6. შპს აღმოსავლეთის ენერგოკორპორაცია
7. შპს აჭარ ენერჯი-2007
8. შპს მტკვარი ჰოლდინგი
9. სს ნენსკრა ჰიდრო
10. სს ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია

რაც შეეხება 2019 წლის მესამე კვარტლის ინფორმაციას, აქ საქორგგაზი, ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია და ყაზტრანსგაზ-თბილისი აღარ გვხვდება, თუმცა ათეულში საქართველო-ურბან ენერჯი, ხრამჰესი II და CALIK ENERJI SANAYI VE TICARET-ის საქართველოს ფილიალი მოხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა