დღეს, უკრაინის ქალაქ ხერსონში ქართულ-შვეიცარიულ კომპანია RISOIL-KHERSON-სა და უკრაინის მთავრობას შორის ხელი მოეწერა ხერსონის პორტის მართვის უფლების შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც კომპანიამ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შედეგად მოიპოვა. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი და GIG ჯგუფის დამფუძნებელი დავით ბეჟუაშვილი. RISOIL-KHERSON-ი სწორედ საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიაა.
პორტის მართვის უფლების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდომირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის იმედოვნებს, რომ ახალი ინვესტორი პორტის პოტენციალის უკეთ ათვისებას და ხერსონის მხარის განვითარებას შეუწყობს ხელს.
“ეს პირველი შემთხვევაა უკრაინის დამოუკიდებლობის ისტორიაში, როდესაც პორტის კონცესიის უფლებით გადაცემა ხდება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება ერთადერთი და მას სხვა პორტებიც შეუერთდებიან,”- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ.
2020 წლის იანვარში უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ხერსონის პორტის მართვის უფლების საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებულად ქართულ-შვეიცარიული კომპანია RISOIL-KHERSON-ი გამოავლინა.
უკრაინის მთავრობის წევრთა განცხადებით, საერთაშორისო ტენდერის საკონკურსო პროცესი სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა. შერჩევის მთავარი პრინციპი კი გამარჯვებული ინვესტორის რეპუტაცია, მათი მხრიდან წარდგენილი საუკეთესო საინვეტიციო წინადადებები და ბიზნესგამოცდილება გახდა.
პორტის კონცესიაზე საბოლოო დასტური კომპანიამ თებერვალში, კიევის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო.
ინვესტორი კომპანია ხერსონის პორტის განვითარებაში 15 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს და ხერსონის ინფრასტრუქტურის მოწყობა-განვითარებაზე ვალდებულებასაც იღებს.
ეს უკრაინაში უმსხვილესი ქართული ინვესტიცია იქნება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი