18.დეკემბერი .2021 15:50

უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები საქართველოში და მათი როლი ქართული ბაზრის განვითარებაში (R)

უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები საქართველოში და მათი როლი ქართული ბაზრის განვითარებაში (R)
views 2842
უკან

საერთაშორისო მსხვილი კომპანიების რიცხვი ქართულ ბაზარზე ბოლო წლებში სულ უფრო იზრდება, რაც ქვეყანაში დადებითი პროცესების დაძვრას უწყობს ხელს. მსოფლიო დონის ორგანიზაციებს თან მოაქვთ თავიანთი გამოცდილება და კომპეტენცია, ახალი ბიზნეს მოდელები თუ მენეჯერული სისტემები, დასავლური ორგანიზაციული კულტურა თუ ინოვაციური ტექნოლოგიები. საბოლოოდ, ისინი ბაზარზე მაღალ სტანდარტებს აწესებენ, რაც ადგილობრივი კომპანიებისა და, შესაბამისად, სხვადასხვა ინდუსტრიების განვითარებასაც საგრძნობლად აჩქარებს.

მაგალითად, უკანასკნელ წლებში ქართულ ბაზარზე რამდენიმე მულტინაციონალური IT კომპანია გამოჩნდა, რომლებმაც საქართველოში ციფრულ ინდუსტრიაში არსებული უახლესი ტენდენციები შემოიტანეს. ამასთან ერთად, მათ ახალგაზრდებისთვის საინტერესო სამუშაო ადგილები შექმნეს.

ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაცია საერთაშორისო Software დეველოპერული კომპანია Upgaminig-ია, რომელიც საქართველოში ორი წელია ოპერირებს. ის აქტიურად ასაქმებს დეველოპინგით დაინტერესებულ ახალგაზრდებს და მსოფლიო დონის სპეციალისტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს. გამოცდილების მიღება პროფესიონალებისაგან და ხარისხიანი კადრების შექმნა – საერთაშორისო კომპანიების ქართულ ბაზარზე შემოსვლის კიდევ ერთი უდიდესი სარგებელია.

რომელი მსოფლიო დონის კომპანიები ოპერირებენ ქართულ ბაზარზე? რით გამოირჩევიან ისინი და რამდენად ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს? – სტატიაში 5 მსხვილ საერთაშორისო კომპანიას გაგაცნოთ.

მაიკროსოფტი

Microsoft Corporation-მა საქართველოში შემოსვლა 2010 წელს გადაწყვიტა. მას შემდეგ, მსოფლიოში კომპიუტერული ტექნოლოგიების უმსხვილეს კომპანიას აქ საკუთარი წარმომადგენლობა ჰყავს. მაიკროსოფტ საქართველო კომერციული, სამთავრობო და საგანმანათლებლო მიმართულებებით მუშაობს. ის პარტნიორ კომპანიებს ინოვაციური ციფრული გადაწყვეტილებების, მაიკროსოფტის სერვისებისა და პროდუქტების დანერგვაში და მათ ეფექტურად გამოყენებაში ეხმარება.

მაიკროსოფტ საქართველოს პარტნიორთა ქსელი ბოლო რამდენიმე წელში განსაკუთრებით გაფართოვდა, გუნდიც გაიზარდა და ადგილობრივებს აქ დასაქმების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მისცა.

აღსანიშნავია, რომ Microsoft Corporation 190 ქვეყანაში ოპერირებს და მსოფლიოს მასშტაბით 180 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.

დენტონსი


დენტონსი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი იურიდიული ფირმაა, რომელმაც აღიარება ხარისხიანი და კვალიფიციური მომსახურებით მოიპოვა. ასევე, ის კლიენტთა მომსახურებაში ინოვაციური სერვისების დანერგვითაა ცნობილი. დენტონსს საკუთარი წარმომადგენლობა 77 ქვეყანაში ჰყავს. დასაქმებული ადვოკატების რაოდენობა კი 10 ათასს აჭარბებს.

ამ უმსხვილესმა და მსოფლიოს წამყვანმა იურიდიულმა ფირმამ საკუთარი კომპეტენციისა და გამოცდილების შემოტანა საქართველოში 2017 წელს გადაწყვიტა. დენტონსის იურისტთა ქართული გუნდი კლიენტებს მომსახურებას თითქმის ყველა მიმართულებით უწევს. მათ შორის, სამართალწარმოებისა და დავების გადაწყვეტის, კორპორაციულ, საბანკო და საფინანსო, ინტელექტუალური საკუთრების, ენერგეტიკის, სამთავრობო და საჯარო სექტორებში.


Upgaming

Software დეველოპერული კომპანია Upgaming შვეიცარიაში 2014 წელს დაფუძნდა და მალევე იქცა მსოფლიოს ციფრულ ინდუსტრიაში ერთ-ერთ მოწინავე ორგანიზაციად. ის საერთაშორისო ბაზრისთვის მუშაობს და უმსხვილეს კომპანიებს ინოვაციურ პროგრამულ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. მოქნილი ციფრული პლატფორმები, გადახდების სისტემები, რისკების მართვის ხელსაწყოები, UI/UX დიზაინის სერვისები – ეს მხოლოდ ნაწილია იმ მომსახურებისა, რასაც Upgaming დამკვეთებს უწევს.

კომპანია შვეიცარიაში, გერმანიაში, მალტაში, უკრაინაში და საქართველოში ოპერირებს. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ის ქართულ ბაზარზე ორი წლის წინ შემოვიდა და მალევე იქცა ციფრულ ინდუსტრიაში ადგილობრივი ახალგაზრდების ერთ-ერთ მთავარ დამსაქმებლად. მხოლოდ გასულ წელს, ძირითადად, დეველოპინგის მიმართულებით მან 140 ახალი თანამშრომელი აიყვანა. კომპანიის ქართული გუნდი გლობალურ პროექტებზე მუშაობს და აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო გამოფენებში.

Upgaming-ის პრიორიტეტი გუნდის წევრებზე მორგებული ორგანიზაციული კულტურის განვითარება, თანამშრომლების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა და წახალისებაა.

მეიჯერელი

გლობალური აუთსორსინგ ორგანიზაცია მეიჯერელი საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ის ქართულ ბაზარზე 5 წლის წინ შემოვიდა. დღეს მას საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში 4 ოფისი აქვს, მისი ქართული გუნდი კი 2 ათასზე მეტი წევრისგან შედგება.

მეიჯერელი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების კლიენტებს მომსახურებას მოგზაურობის, ელექტრონული კომერციის, ინფორმაციული და ციფრული ტექნოლოგიებისა და ავტოინდუსტრიის მიმართულებით უწევს. ის საქართველოს ჩათვლით, 19 ქვეყანაში ოპერირებს და მსოფლიოს მასშტაბით 58 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.


Epam Systems

Epam systems პროგრამული ინჟინერიის მსხვილი ამერიკული IT კომპანიაა. ის საქმიანობას 30-ზე მეტ ქვეყანაში ეწევა და 35 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ის პარტნიორების პროგრამული უზრუნველყოფის სერვისს სთავაზობს. ასევე, უწევს მათ კონსულტაციას ამ მიმართულებით. Epam systems-მა ოფისი საქართველოში გასულ, 2020 წელს გახსნა.


რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ საერთაშორისო კომპანიებისა, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ. თუმცა, შევეცადეთ გამოგვეყო ის რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც ბაზარზე მაღალ სტანდარტს ამკვიდრებენ და, ამავე დროს, თავიანთი წვლილი შეაქვთ ხარისხიანი კადრების შექმნაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა