მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმსხვილესმა კომპანიებმა ერთ კვირაში $465 მილიარდის კაპიტალიზაცია დაკარგეს

64102b33c7a1f
გიორგი თოლორდავა
15.03.23 10:04
2068
საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე დაღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანიებმა ერთ კვირაში 465 მილიარდი დოლარის კუმულაციური საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგეს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ყველაზე მკვეთრი ვარდნა საბანკო-საფინანსო სექტორში ფიქსირდება, რაც მსხვილი ამერიკული ბანკის, SVB-ის გაკოტრებასთანაა დაკავშირებული.

ერთ კვირიან პერიოდში განსაკუთრებით მკვეთრად დაეცა ევროპული და აზიური საფინანსო ორგანიზაციების აქციები. მხოლოდ გასულ 24 საათში თითქმის 4%-ით შემცირდა ევროპის 100 უმსხვილესი კომპანიის ინდექსის ღირებულება.

როგორც ჩანს, ინვესტორებსა და ტრეიდერებს ინდუსტრიაში ჯაჭვური რეაქციის განვითარების ეშინიათ, მოგეხსენებათ, SVB ბანკი ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-16 უმსხვილესი კომერციული ბანკი იყო, მასთან ფინანსური კავშირი კი ასამდე სხვა საფინანსო ორგანიზაციას ჰქონდა.

სწორედ ამ კავშირის გამო, ერთ კვირაში მსხვილი შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის აქციების ღირებულება 16%-ით დაეცა და ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 9 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.