მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმუშევარ ადამიანებს საარსებო მინიმუმი გააჩნიათ? - რომან კაკულიას კითხვა საქსტატის დირექტორს

5ed4ba84d6cbd
ინგა მურუსიძე
01.06.20 12:21
917
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქსტატის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს უსმენენ, რომელსაც სტატისტიკის სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე წარადგენს.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია უმუშევრად დარჩენილების საკითხით დაინტერესდა:

„თქვენ როგორ ფიქრობთ, დღევანდელ უმუშევარ ადამიანებს საარსებო მინიმუმი გააჩნიათ თუ - არა? ეს როგორ უნდა დაადგინოს ქვეყანამ? თუ ამით არ უნდა დაინტერესდეს ქვეყანა? თქვენ აქ საუბრობთ, რომ მონაცემთა წყაროს გაუმჯობესება არის ერთ-ერთი წარმატება, მაგრამ უმუშევარი ადამიანის ცხოვრების დონე როგორია? არის თუ არა ქვეყნისთვის ეს ინფორმაცია საინტერესო და თუ არის, რა უნდა გაკეთდეს მის გასაგებად?

გოგიტა თოდრაძის თქმით, ინფორმაცია ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, საინტერესოა.

„ინფორმაცია, რა თქმა უნდა, საინტერესოა, თუმცა რაც შეეხება მეთოდოლოგიას, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საერთაშორისო სტანდარტიდან გადახვევის უფლება. ჩვენი მიზანი არის ის, რომ პოლიტიკის გამტარებლებს, მთავრობას, თქვენ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ თქვენ გაატაროთ შესაბამისი პოლიტიკა ამ საკითხის თვალსაზრისით“, - უპასუხა თოდრაძემ კაკულიას.

რამ გამოიწვია უმუშევრობის დონის შემცირება 2019 წელს?