24.აპრილი .2020 16:30

უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს თანხა მაისიდან ჩაერიცხებათ

views 1494
უკან

ის მოქალაქეები, რომლებმაც კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგეს, დახმარებებს მაისიდან მიიღებენ.

ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის შემდეგ პრემიერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ათვლა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დაიწყო და ბიუჯეტიდან თანხების გადარიცხვა, კომპანიების მიერ შემოსავლების სამსახურში პირველადი ინფორმაციის გადაგზავნის შემდეგ დაიწყება.

„ეს იქნება ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი, ეს არის სახელმწიფო დახმარება, მიზნობრივი, კონკრეტული მოქალაქისთვის.

ათვლა მოხდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან და ჩარიცხვები დაიწყება მაისიდან, მაშინ, როდესაც შემოსავლების სამსახურს ექნება კომპანიების მიერ ჩაბარებული დეკლარაციების სახით პირველი ინფორმაცია და მაშინ როცა დავინახავთ რომ ადამიანმა შემოსავალი და სამსახური დაკარგა“ - განაცხადა გახარიამ.

უმუშევრობის დახმარება თვეში 200 ლარი იქნება და 6 თვე გაგრძელდება

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა