მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უმუშევრად დარჩენილი, ან უხელფასო შვებულებაში მყოფი პირები კომპენსაციებს ავტომატურად მიიღებენ"

5ea6cd374222d
ინგა მურუსიძე
27.04.20 16:25
3090
უმუშევრად დარჩენილ, ან უხელფასო შვებულებაში გასულ მოქალაქეებს კომპენსაციები ავტომატურად დაერიცხებათ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ განაცახდა.

მისივე თქმით, შემოსავლების სამსახური დამსაქმებლებისგან ინფორმაციას ავტომატურად მიიღებს და თანხებსაც გადარიცხავს.

"ორი სააგენტო მუშაობს იმისთვის, რომ დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებზე გასცეს ის დახმარება, რომელიც დაანონსდა. ესენია დასაქმების ხელშეწყობის და სოციალური მომსახურეობის სააგენტოები. დასაქმებულების შემთხვევაში ძალიან მარტივი პროცესია. მათ არ სჭირდებათ არავითარი დამატებითი რეგისტრაციის გავლა. შემოსავლების სამსახური, რომელსაც ყოველთვიურად აწოდებს დამსაქმებელი დასაქმებულთა რაოდენობას და სიებს, ასევე მიიღებს ინფორმაციას დამსამქმებლებისგან იმ ადამიანებზე, ვინც უმუშევრად დარჩა, ან უხელფასო შვებულებაშია გაშვებული და შემოსავლების სამსახურიდან მიღებული სიების საფუძველზე მოხდება ავტომატურად კომპენსაციის გადარიცხვა", - განაცახდა ბარკალაიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში.