მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმუშევრობა, ინფლაცია, სიღარიბე, ლარი - მთავარი ეკონომიკური პრობლემები NDI-ის კვლევა

600e850b2aa05
შოთა ტყეშელაშვილი
25.01.21 12:52
1050
აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევის ეკონომიკური ნაწილის მიხედვით, მოსახლეობისთვის მთავარ ეკონომიკურ პრობლემად კვლავ უმუშევრობა სახელდება. ამ კითხვაზე გამოკითხულებს სამი მთავარი პრობლემის დასახელება შეეძლოთ.  თუკი 2020 წლის აგვისტოში მას მთავარ გამოწვევად გამოკითხულთა 59% ასახელებდა, დეკემბერში ის 67%-მა დაასახელა მთავარ გამოწვევად. მეორე ადგილზეა ინფლაცია, რომელსაც მთავარ გამოწვევად 45% ასახელებს, მესამეზე კი სიღარიბე, რომელსაც მთავარ პრობლემად 28% ასახელებს. 



NDI-ის ინფორმაციით, COVID-19-ის პანდემიის გამო, ეს კვლევა სატელეფონო გამოკითხვის საშუალებით ჩატარდა. 

საველე სამუშაოების პერიოდი : 17-24 დეკემბერი, 2020; 2,053 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1%.